ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია, სადაც სტუმრები მთელი წლის განმავლობაში სუფთა ჰაერით, თვალწარმტაცი ხედებითა და აქტიური დასვენების შესაძლებლობებით ტკბებიან. თუმცა სრულფასოვანი დასვენება მხოლოდ მთის ბუნებასა და სპორტულ აქტივობებს არ უკავშირდება. ის გულისხმობს ისეთ გარემოსაც, სადაც ადამიანს შეუძლია ენერგიის აღდგენა, განტვირთვა და შინაგანი სიმშვიდის პოვნა. სწორედ ამას სთავაზობს სტუმრებს ბაკურიანი ინნ თავისი დახურული აუზითა და სპა ზონით.
დახურული აუზი უზრუნველყოფილია წყლის ფილტრაციისა და გათბობის სისტემებით, რაც უსაფრთხოებასა და კომფორტს გარანტირებულს ხდის. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ტანვარჯიშისთვის განკუთვნილი სივრცით, საცურაო აქსესუარებით და ბავშვებისთვის ადაპტირებული სექციით. იგი იდეალურია ყველა სეზონზე, იქნება ეს ზამთრის თოვლიანი დღე თუ ზაფხულის მზიანი დილა. გამთბარი წყალი და ფართო მინის ფასადები სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას ცურვისას დატკბნენ მთების ხედებით და ისიამოვნონ განსაკუთრებული სიმშვიდით. აუზი არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც უსაფრთხო და სასიამოვნო სივრცეა, რაც ბაკურიანი ინნ-ს ოჯახური დასვენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
ბაკურიანი ინნის სპა ზონა სრულად აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სპა მომსახურებაში შედის სხვადასხვა სახის მასაჟი, საუნა, ორთქლის ოთახი და დამატებითი დასვენების ზონა, სპა ზონაში განთავსებული საუნა საუკეთესო საშუალებაა დაღლილი სხეულისა და გონების მოდუნებისთვის. სპორტული აქტივობებით დატვირთული დღის შემდეგ სტუმრები აქ პოულობენ სიმშვიდეს, ხოლო თბილი ორთქლი ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაძლიერებას, სტრესის მოხსნას და ენერგიის აღდგენას. კიდევ უფრო სრულყოფილი დასვენებისთვის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ პროფესიონალი თერაპევტების მომსახურებით და ჩაიტარონ სხვადასხვა ტიპის მასაჟი, დამამშვიდებელი თუ თერაპიული, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა დაძაბულობის მოსახსნელად და სხეულის განახლებისთვის.
ბაკურიანი ინნ-ის აუზი და სპა ზონა ქმნის გარემოს, რომელიც მოეწონებათ როგორც აქტიური დასვენების მოყვარულებს, ისე მათ, ვინც უბრალოდ სიწყნარესა და სიმშვიდეს ეძებს. ბუნებრივი გარემო და სასტუმროს თანამედროვე სერვისები ერთიანდება ისეთ გამოცდილებად, რომელიც დიდხანს რჩება მოგონებებში და ბაკურიანში დასვენებას განსაკუთრებულად აქცევს.