ცოტა ჩვენზე

მთის ენერგია, სუფთა ჰაერი და დაუვიწყარი თავგადასავალი – უნიკალური კლიმატით გამორჩეული ბაკურიანი წლის ნებისმიერ სეზონზე უცვლელი დანიშნულების ადგილია.

საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო კურორტი იდეალურია როგორც ოჯახებისთვის, ასევე აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.

ბორჯომის ულამაზესი ხეობა, წიწვოვანი ტყეები, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სათხილამურო ტრასები და მრავალფეროვანი გასართობი ადგილები – კურორტი ერთნაირად მომხიბვლელია როგორც ოჯახური დასვენებისათვის, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ტურისტებისთვის.

ლეგენდა 2018 წლიდან