სასტუმრო „ბაკურიანი ინნი“ რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა მთისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. ვინაიდან, კურორტი ოთხივე სეზონზე აქტუალურია დამსვენებლების მხრიდან, სასტუმროც თითოეულ სეზონზე მზადაა ტურისტებსა თუ ადგილობრივებს შესაბამისი სერვისით უმასპინძლოს.
უამრავ ბენეფიტთან ერთად, „ბაკურიანი ინნ“-ის საკონფერენციო დარბაზი მყუდრო, ტექნიკურად სრულიად აღჭურვილი, მომხმარებელზე მორგებული და გამართული სივრცით გამოირჩევა. საკონფერენციო ოთახი თამამად იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი სახის ფორმალურ თუ არაფორმალურ ტრენინგ-სემინარებს, კონფერენციებსა თუ კორპორატიულ შეხვედრებს უმასპინძლოს. ადგილზე წარმოდგენილია მინი შეხვედრისთვის განკუთვნილი საკონფერენციო სივრცეც, რომელიც U მაგიდის წყობის შემთვევაში 12-ს, ხოლო თეატრალურად 16 პირს იტევს. დიდ საკონფერენციო დარბაზში განთავსების მაქსიმალური ოდენობა 145 პირია. ამას გარდა, შესაძლებელია, U ფორმის მაგიდის წყობის შემთხვევაში 70 პირის განთავსება, გაყოფის შემთხვევაში კი ორად განაწილება. შეხვედრების მსვლელობისას სასტუმროს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ყავის შესვენებას, ასევე, კომპანიის სურვილისამებრ კანაპე მენიუს. როგორც შედეგები აჩვენებს, არაერთი საჯარო, მსხვილი კერძო და არასამთავრობო ორგანიზაცია ირჩევს „ბაკურიანი ინნ“-ის კომფორტულ საკონფერენციო სივრცეს. ტრენინგებისა და სემინარების შემდეგ „ბაკურიანი ინნ“-ის სასტუმროს ხედები, განსაკუთრებით კი რეგიონის ჰაერი მინი შესვენებისა და განტვისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ზამთრის ბაღი, აუზი, სპა და საუნა - სასტუმროში მოსულ სტუმრებს საქმიანი შეხვედრების შემდეგ მრავალფეროვანი ობიექტებით სარგებლობა შეეძლებათ.