Bakuriani Inn Logo

დაგვიკავშირდით + (ადგილობრივი დრო: )

EN GE RU
ბაკურიანის სასარგებლო მტვერი

დაბა ბაკურიანში მთების, ბუნების, წიწვოვანი ხეებისა და ჰაერის გათვალისწინებით, არამხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ მაისის თვის დასაწყისშიც გამორჩეული პერიოდია. სწორედ ამ დროს, გაზაფხულის მესამე თვეს იწყება მარადმწვანე მცენარეების ყვავილობა და ის სამკურნალო ეფექტი, რასაც დამტვერვა იძლევა. გასათვალისწინებელია, რომ დამტვერვის მიზნით, კურორტზე წასვლამდე აუცილებელია ექიმისგან რეკომენდაცია, ვინაიდან თითოეული დამსვენებლის ორგანიზმი ინდივიდუალურია, განსაკუთრებით კი, ვინც ალერგიისკენაა მიდრეკილი.
ნიშანდობლივია, რომ ვინც ხშირად ავადობს რესპირატორული ვირუსებით, რომლებიც ალერგიიით არ არის გამოწვეული, დაბა ბაკურიანში დასვენება მათთვის საუკეთესო გადაყვეტილებაა. როგორც გვირჩევენ, მინიმუმ ორი კვირაა საჭირო აკლიმატიზაციისთვის, რათა დამსვენებელმაც სარგებელი მიიღონ და განიტვირთონ.
წიწვოვანი მცენარეების თერაპია ერთ-ერთი პოპულარულია კურორტთერაპიათა შორის. სხვა ადგილებისგან განსხვავებით, სადაც მრავლადაა მარადმწვანე მცენარეები და შუა გაზაფხულზე დამტვერვა შესაძლებელია, დაბა ბაკურიანი იმით გამოირჩევა, რომ დედაქალაქიდან დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარეობს. სასტუმრო საუკეთესო ლოკაციაა ოჯახური დასვენებისთვის, რაც სწორედ იმას განაპირობებს, რომ ბავშვებთან ერთად ჩამოდიან. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ,,ბაკურიანი ინნ’’-ის ეზოში უამრავი წიწვოვანი მცენარეა, რომლებიც დამსვენებლებისთვის ყოველ სეზონზე მაქსიმალურ კომფორტს ქმნის. ასე რომ, ბაკურიანი მხოლოდ თოვლი, თხილამურები და გუნდაობა არ არის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე სეზონზე ლოკაციაა საქართველოში სტუმრებს უამრავ ბენეფიტს სთავაზობს.