31 დეკემბრის საღამოს, მაშინ როცა ყველაფერ დადებითს ვიბედებთ, როცა შენი ადამიანების მიერ გამოხატული ღიმილისა და თბილ სიტყვებთან შედარებით, ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება, როცა გინდა ჯერ სახლში შეხვდე და მერე ნახო თუ საით წაგიყვანს გზა თუ შენიანები, სწორედ მაშინ ,,ბაკურიანი ინნ’’-ის გარემო იქნება ის, სადაც შინ იგრძნობ თავს და შემდეგი წლის დადგომის მოლოდინში მკაფიოდ გაიხსენებ ქართულ ხმებს, რომელიც ჩაგესმოდა, განსაკუთრებით კი, გაიხსენებ მრავალჟამიერი რომ ჩაგესმა და ვინმეს რომ ეკითხა ,ახალი წელი რომ მელოდია იყოს რა იქნებოდაო, სწორედ მას შეადარებდი .
ამ ემოციების შესაჯამებლად, ჯადოსნურ საღამოს ქართული ხალხური მუსიკის გამორჩეული შემსრულებლები გაუძღვებიან: ანსამბლი შავნაბადა და სალომე კვალიაშვილი, ყველასთვის კარგად ნაცნობი - ცირა კობიაშვილი, მსახიობი და წამყვანი - კახა მიქიაშვილი, მუსიკალურ საღამოს კი DJ ZuKay განაგრძობს.
ღონისძიების მსვლელობისას გათამაშდება სხვადასხვა სახის ისეთივე ჯადოსნური პრიზები, როგორიც თავად ეს დღეა. ასე რომ, მომართეთ ენერგია დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად. ერთად გადავაგოროთ 2023. ,,ბაკურიანი ინნ’’-ის განათებული ეზო, ინტერიერი, საახალწლო მოცემულობა და აურა, წლის ფეხბედნიერად დასაწყისისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.