Bakuriani Inn Logo

Contact Us at + (Local Time: )

EN GE
აპრილი ჩვენია! – “ბაკურიანი ინნ” გაზაფხულის დღეებს მასპინძლობს

მეცნიერების დამტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ გაზაფხულის თბილი და სურნელოვანი დღეების დადგომისთანავე, ადამიანების გუნება-განწყობილება 360 გრადუსით იცვლება და მუდმივ ბედნიერებას, პოზიტივს და დადებით განწყობებს აფრქვევს. ამ უშრეტ ენერგიებს კი, სწორად სჭირდება იმ საგაზაფხულო ჰანგების გაჟღერება, რაც საყოველთაოდ ნაცნობია და თითოელ ჩვენგანს ერთხელ მაინც უღიღინია გულში, სამეგობროსთან ან სულაც, საზოგადოებრივ ადგილებში.

სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“ ოთხივე  სეზონზე დამსვენებლების მიერ მაღალი მომართვიანობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, ,,გაზაფხულის დღეებს’’, რომელიც მთელი აპრილის განმავლობაში გაგრძელდება, 6 აპრილის საღამოს, ქართული სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი, აჩიკო ნიჟარაძე გახსნის. 

თვის განმავლობაში, დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, აპრილის ყოველი შაბათი საღამო საგაზაფხულო ემოციებით დატვირთულებმა და განტვირთულებმა გაატარონ. ელექტრონული მუსიკის მოყვარული დამსვენებლებისთვის, 13 აპრილს DJ გიორგი რამიშვილი დაუკრავს.

მომდევნო შაბათს, 20 აპრილს, ,,გაზაფხულის დღეებს’’ ყველასათვის ცნობილი მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე გააგრძელებს.
თვის ბოლოს კი, 27 აპრილს, მომღერალ ია ტომაშის გამორჩეული ენერგიითა და შესრულების მანერით, ერთად გავაცილებთ აპრილის მუსიკალური ჰანგების დღეებს.

„ბაკურიანი ინნ“-ის დამსვენებლებისთვის ოთხივე საღამოზე დასწრება სრულიად უფასოა. 
ასე რომ, ძვირფასო „ბაკურიანი ინნ“-ის სტუმარო, აპრილი ჩვენია, სიცოცხლეც ჩვენია და მოუთმენლად ვემზადებით თქვენთან შესახვედრად, მსუბუქი საღამოების გასატარებლად.