Bakuriani Inn Logo

Contact Us at + (Local Time: )

EN GE RU
ჩვენებური ახალი წელი

ახალი წლის ჯადოსნური საღამო განსაკუთრებით აღინიშნა ,,ბაკურიანი ინნ’’-ში. ღონისძიებას ოთხასამდე სტუმარი ესწრებოდა და ბაკურიანი ინნ-მაც გულითადი მასპინძლის სახელი მთელი საღამოს განმავლობაში ამაყად ატარა. სანამ  2024 წელი შემოაბიჯებდა, ცნობილმა მსახიობმა და წამყვანმა კახა მიქიაშვილმა, ოსტატურად შეძლო სტუმრებისთვის საზეიმო განწყობის შექმნა. უფრო დაუვიწყარი და  სამახსოვრო საღამოს შესაქმნელად, სტუმრები სხვადასხვა სახის სახალისო გათამაშებაში ჩაერთნენ და რამდენიმე მათგანმა სიმბოლური პრიზებიც დაიმსახურეს. ანსამბლი ,,შავნაბადა’’ და სალომე კვალიაშვილი  ტრადიციული ქართული ჰანგებით, ხოლო  სოლისტი ცირა კობიაშვილი უცხოური რეპერტუარით წარსდგნენ სტუმრების წინაშე. საათის თორმეტს, 2023 წელს დავემშვიდობეთ, 2024 წელს კი, ყველაზე დადებითი ემოციებითა და   ტრადიციული მრავალჟამიერით შევეგებეთ. პირველი იანვრის საღამო დიჯეი ZU KAY-ის თანხმლებით, ჭიქა შამპანიურითა და მრავალი და მრავალჯერ გაფიქრებული, ჩაფიქრებული და არგადაფიქრებული სურვილით განსრულდა.
მართალია, ხშირად დაობენ თუ რა საჭიროა ეს ორი ახალი წელი, თუმცა როგორც ველოდით 13 იანვრის საღამომ ორმაგად გაამყარა, რომ ორი ახალი წელიც არ იქნებოდა საკმარისი იმ ემოციების შესანახად და გასაზიარებლად, რაც ძველით ახალი წლის საღამოს ბენდმა Jam Station -მა და მაგდა ვასაძემ, კოკა-კოლას ფერადმა კოქტეილებმა გამოიწვია. წვეულებას ორასამდე სტუმარი ესწრებოდა. საღამოს მხიარული და ლაღი წამყვანები, სოფო ბერიაშვილი და მათე ხურციძე მთელი ღონისძიების განმავლობაში ზრუნავდნენ დამსწრე სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციების შეექმნათ, რაც სხვადასხვა გათამაშებით, პრიზების გადაცემით, სხვადასხვა სახალისო ამბების გახსენებითა და სტუმრებთან უშუალო კომუნიკაციით მიმდინარეობდა. ნამდვილი ძველით ახალი წლის დადგომისთანავე კი, სცენა  დიჯეი ირაკლი ბარდაველიძემ დაიკავა.