ბაკურიანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტია, რომელიც გამოირჩევა სუფთა ჰაერით, ულამაზესი მთის ლანდშაფტითა და კომფორტული დასვენებისთვის საჭირო პირობებით. კურორტი იდეალურია როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში, ამიტომ მას მთელი წლის განმავლობაში უამრავი ტურისტი სტუმრობს, აქ ჩამოდიან ოჯახები, სპორტის მოყვარულები და ისინი, ვისაც სურს განტვირთვა ბუნების გარემოში.
თუ ეძებთ ადგილს, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მთის სილამაზით, განიტვირთოთ და სრულფასოვნად დაისვენოთ, ბაკურიანი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ზამთარში კურორტი იზიდავს მოთხილამურეებსა და სნოუბორდის მოყვარულებს, რადგან აქ მოწყობილია სხვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასები. დამწყებებისთვის და პროფესიონალებისთვის ხელმისაწვდომია როგორც მარტივი, ისე რთული სათხლიმაურო ტრასები, ხოლო ზაფხულში ბაკურიანი გარდაიქმნება მწვანე ოაზისად, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ლაშქრობებით, ოჯახური პიკნიკებითა და ექსტრემალური აქტივობებით.
ბაკურიანი არა მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათხილამურო კურორტია, არამედ ადგილი, რომელიც ყველა სეზონზე განსხვავებულ გამოცდილებას გთავაზობთ. კურორტი ზღვის დონიდან 1,700 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, სუფთა მთის ჰაერი, მზიანი დღეები და ჯანსაღი გარემო განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც აქტიური ან მშვიდი დასვენება სურს.
კურორტის ირგვლივ განლაგებულია მრავალი საინტერესო ლოკაცია, მათ შორის კოხტას მთა, მიტარბის მთა და დიდველი. ეს ადგილები განსაკუთრებით პოპულარულია ზამთარში თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდის მოყვარულებისთვის, ხოლო ზაფხულში ისინი იდეალურია ბუნებაში სეირნობისა და დასვენებისთვის. ბაკურიანი ასევე მიმზიდველია ოჯახებისთვის, რადგან აქ მრავალი გასართობი ზონა და აქტივობაა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის.
სრულფასოვანი დასვენებისთვის მნიშვნელოვანია კომფორტული გარემო, სადაც შეგიძლიათ დღის განმავლობაში დაგროვილი ენერგია აღიდგინოთ, და სწორედ ასეთ პირობებს გთავაზობთ ბაკურიანი ინნ. სასტუმრო კურორტის ცენტრში მდებარეობს და სტუმრებს სთავაზობს მყუდრო ატმოსფეროს, კომფორტულ ნომრებსა და ყველა საჭირო სერვისს სასიამოვნო დასვენებისთვის. აქ დაგხვდებათ რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე ევროპული კერძები, ასევე აუზი, სპა სივრცე და ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი ზონა. სასტუმროს ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას გაძლევთ სრულად ისარგებლოთ ბაკურიანის ყველა შესაძლებლობით და მარტივად მოინახულოთ კურორტის მთავარი ღირსშესანიშნაობები.